"ომში ასეა - ზოგიერთები გამარჯვებით ტკბებიან, ზოგიერთები კი ყვავ - ყორნებივით ლეშს გაშმაგებულნი დააცხრებიან. ისინი არაფერს არ აკეთებენ, არაფერს არ ქმნიან, ყურადღების ცენტრში მხოლოდ მაშინ ექცევიან, როდესაც მათ მსხვერპლს წარუმატებელი პერიოდი აქვს.
საფეხბურთო სამყაროში ამას "ფასკუნჯურ საქციელს" უწოდებენ. აზრის გამოსათქმელად ხან ხმამაღალ მიკროფონს იყენებენ, ხოლო ხან თავის წარსულ უბადრუკ კარიერას. ისინი მუდამ იქნებიან უფრო ნიჭიერთა ჩრდილში. ამიტომაც ანთხევენ ბოღმას.
ბრძოლის წაგებას ნადირობის
გახსოვდეთ: ჩვენ წავაგეთ ბრძოლა და არა ომი. ჩემი შვილის ომი ბავშვობიდან დაიწყო. ის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და წარუმატებლობის მერე ხელახლა იბადება, კიდევ უფრო ძლიერი ხდება".