ნეიმარის მამა: ჩემს შვილს ისე დააცხრენ, როგორც ყვავ - ყორნები მძორს

AutoSharing Option
"რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ პსჟ-ს თავდამსხმელის ნეიმარის მამამ, ნეიმარ სანტოსმა თავისი შვილის კრიტიკა მწვავედ აღიქვა:

"ომში ასეა - ზოგიერთები გამარჯვებით ტკბებიან, ზოგიერთები კი ყვავ - ყორნებივით ლეშს გაშმაგებულნი დააცხრებიან. ისინი არაფერს არ აკეთებენ, არაფერს არ ქმნიან, ყურადღების ცენტრში მხოლოდ მაშინ ექცევიან, როდესაც მათ მსხვერპლს წარუმატებელი პერიოდი აქვს.

საფეხბურთო სამყაროში ამას "ფასკუნჯურ საქციელს" უწოდებენ. აზრის გამოსათქმელად ხან ხმამაღალ მიკროფონს იყენებენ, ხოლო ხან თავის წარსულ უბადრუკ კარიერას. ისინი მუდამ იქნებიან უფრო ნიჭიერთა ჩრდილში. ამიტომაც ანთხევენ ბოღმას.

ბრძოლის წაგებას ნადირობის
დასაწყებად ელოდებიან. ვერასოდეს მოიგებენ რიოს ოლიმპიადას, მაგრამ თავიანთი ავი ბუნების გამომჟღავნებას ცდილობენ.

გახსოვდეთ: ჩვენ წავაგეთ ბრძოლა და არა ომი. ჩემი შვილის ომი ბავშვობიდან დაიწყო. ის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და წარუმატებლობის მერე ხელახლა იბადება, კიდევ უფრო ძლიერი ხდება".
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბლოგერია ეს კაცი? ;)
გელა
19:40 16-02-2018
1
ამ ბიჭს მამამისი დაღუპავს,მისი განვითარებისათვის ბარსადან წასვლა პ.ს.ჟ-ში, უკან გადადგმული დიდი ნაბიჯია,ეს ამ თამაშმაც დაამტკიცა.
sake
20:10 16-02-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული