10 წითელი და 8 ყვითელი - ხელჩართული ჩხუბი ბრაზილიაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 წითელი და 8 ყვითელი ბარათი აჩვენა ფეხბურთელებს მსაჯმა ბრაზილიაში, რის გამოც თამაში ვეღარ გაგრძელდა. Campeonato Baiano-ს ჩემპიონატში ერთმანეთს "ვიტორია" და "ბაია" დაუპირისპირდნენ. ეს გუნდები ერთი რეგიონიდან არიან, მათი მატჩები დერბად აღიქმება და ყოველთვის დაძაბულია.

"ვიტორია" მეტოქეს 1:0 ამარცხებდა და მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად ვინისუსმა გარდასახა. ამის შემდეგ 26 წლის ნახევარმცველი მასპინძელ გულშემატკივართან მივიდა და შეურაცხმყოფელი ჟესტებით პროვოცირება შეძლო.

ამ ყველაფრის ფონზე კი თამაში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ფიფას წესებით კი, როდესაც გუნდში 7 ფეხბურთელზე ნაკლები რჩება, თამაში უნდა
შეწყდეს. კლუბები კი საბოლოოდ 6-6 ფეხბურთელით დარჩნენ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული