"ჩემი შვილი სწორად მოიქცა, როდესაც მადრიდი დატოვა. ის გერმანიაში ძალიან ბედნიერია. იქ მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს. ეს მის თამაშსაც დაეტყო.
კარლო ანჩელოტის მწვრთნელობის პერიოდში ხამესი ბლანკოსში თავს კარგად გრძნობდა. ანჩელოტის წასვლის შემდეგ კი თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ იღებდა. ზიდანი მისი კერპი იყო, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ ჩემი შვილი მის სათამაშო სქემაში არ სჭირდებოდა.
მიუხედავად ამისა, ხამესს არასოდეს არ გაუკრიტიკებია ზინედინი".