RTBF-ს ცნობით, საუბარი 2 საათს გაგრძელდა და მხარეებმა შესაძლო ტრანსფერის ფინანსური და სხვა დეტალები განიხილეს. თურმე, ტიბოს ისეთ გუნდში სურს თამაში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.
გამოცემის მტკიცებით, მოლაპარაკება ზაფხულისთვის გადაიდო.
კურტუას "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, კლუბი გახანგრძლივებას სთავაზობს და ხელფასის გვარიანად მომატებას პირდება.