დანიელ ალვეში: ასტორის გარდაცვალებამ ძალიან არ დაგვამწუხრა

AutoSharing Option
პსჟ-ს მცველმა დანიელ ალვეშმა "ფიორენტინას" კაპიტანის დავიდე ასტორის გარდაცვალების შესახებ "კორიერე დელო სპორტს" შემდეგი განუცხადა:

"ასტორის გარდაცვალებამ ძალიან არ დაგვამწუხრა, რადგან მას კარგად არ ვიცნობდით. მე ჩემი ოჯახის ამბავი უფრო მადარდებს..

ვფიქრობ, დავიდეს დაემართა ის, რაც ხდება ამ ქაოსურ სამყაროში. თუმცა, მსოფლიოში ათასობით ბავშვი შიმშილობს და მათი გარდაცვალების შემთხვევებიც ხშირია. ეგაა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანად მიიჩნევა.

ადრე თუ გვიან ყველანი გარდავიცვლებით. რა თქმა უნდა, ასტორის ტრაგედიამ გული დაგვწყვიტა, მაგრამ არა ისე, როგორც მის ოჯახს".
მკითხველის კომენტარები / 12 /
გასაგებია, რომ სიმართლე თქვა, მაგრამ იმისთვის არსებობს ზრდილობა და ტაქტი, რომ ენაზე რაც მოგადგება ყველაფერი არ თქვა ყოველთვის. წარმოიდგინეთ ეს სიტყვები ასტორის ახლობლებისთვის როგორი მოსასმენია და რა საჭიროა ამ "სიმართლის" ფრქვევა. თუ ეგეთი მართალი კაცი ხარ, სხვა ამბებში იყავი ჯერ 100%-იანი და მერე დაიწყე კაიტიპობა გარდაცვლილ კოლეგაზე..
valderrama
11:02 06-03-2018
2
ეგ არის სრული სიმართლე რაც ამ კაცმა თქვა
mindia123
22:38 05-03-2018
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული