მარიო ბალოტელი: "იუვენტუსში" ან "ნაპოლიში" ვითამაშებდი

AutoSharing Option
"ნიცას" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ Rai Sport-ს გაუმხილა, რომ იტალიაში დაბრუნების სურვილი აქვს:

"ჩემი აგენტი მინო რაიოლა ახალ გუნდს მომიძებნის. იტალიაში დასაბრუნებლად მზად ვარ. "მილანი"? ამის მესამედ გაკეთება ძნელი იქნება. აი, "იუვენტუსში" ან "ნაპოლიში" კი ვითამაშებდი".

ბალომ საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატის 20 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მას თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში უმთავრდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული