პაოკ-ის ფანები სახელმწიფო ტელევიზიაში შეიჭრენ და დიქტორს ტექსტი წააკითხვინეს

AutoSharing Option
სამშაბათს საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზიის ERT 3-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვება სტუდიაში პაოკ-ის ფანების შევარდნის გამო შეწყდა.

მათ ტელეწამყვანი აიძულეს კლუბის მიმართ მიღებული სანქციების საპროტესტო წერილი 5 წუთის განმავლობაში გადაეცა პირდაპირ ტელეეთერში.

უკვე გაცნობეთ, რომ "ოლიმპიაკოსთან" მატჩის დაწყების წინ ამ გუნდის მწვრთნელს ოსკარ გარსიას ტრიბუნიდან ნასროლი საკასო აპარატის რულონი მოხვდა სახეში, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თამაში ჩაიშალა, პაოკ-ს წაგება ჩაუთვალეს, 30 ათასი ევროთი დააჯარიმეს და შემდეგი ორი საშინაო შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარება მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული