ექტორ ბელერინს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "არსენალის" 22 წლის მცველს ექტორ ბელერინს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს, მაგრამ კატალონიური კლუბი მის შეძენას არ აპირებს და თავის წარმოსაჩენად ნელსონ სემედოს კიდევ ერთ სეზონს მისცემს.

"ბარსას" ბელერინის ყიდვა სემედოს ტრანსფერის გაჩარხვამდე უნდოდა, მაგრამ "მეთოფეებმა" 50 მილიონი ევრო მოითხოვეს და მოლაპარაკება შეწყდა.

ამას გარდა, ასულგრანა წინააღმდეგია გუნდიდან წასული ფეხბურთელების დაბრუნებისა. ბელერინი 15 წლამდე "ბარსელონას" აკადემიაში ვარჯიშობდა და შემდეგ გადავიდა "მეთოფეებში".

ამას წინათ იუწყეს, რომ ექტორის სამსახურით "რეალია" დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული