ჩათვალე, თორემ მოგკლავ! - პაოკ-ის პრეზიდენტი იარაღით მსაჯებს დაემუქრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბერძნული კლუბის, პაოკ-ის მფლობელი ივან სავიდისი სკანდალში გაეხვა. მისი კლუბისა და ათენის აეკ-ის დაპირისპირების ბოლო წუთზე სავიდისი მოედანზე იარაღით შეიჭრა.

საქმე იმაშია, რომ პაოკ-ის მცველმა ფერნანდრო ვარელამ ბოლო წუთზე გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა ის თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.

ამის გამო განრისხებული სავიდისი მოედანზე შეიჭრა და მსაჯებს მოკვლით დაემუქრა, თუ გოლს არ ჩათვლიდნენ, ხოლო ფეხბურთელებს მოედნიდან გასვლისკენ მოუწოდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სადისციპლინო კომიტეტი. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული შეხვედრა საჩემპიონო რბოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო.

აე
კი 54 ქულით პირველია, პაოკი კი 52 ქულით - მეორე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არჩათვლილი გოლი გეჩვენებინათ ეგება:)
emigranti
16:51 12-03-2018
0
დავაი წალკა, მიაწექი არ დათმო, :D ეგ ფისტოლეტი იყო წყლის და არა ნამდვილი ტყვიების....!!! /// ჩამოვიყვანოთ ეგ კაცი და დავნიშნოთ ფედერაციის პრეზიდენტად..../ საქართველოს ჩემპიონატზე ტანკით ივლის :D:D:D
Vaaili
16:18 12-03-2018
0

სიახლეები პოპულარული