"არსენალი" მზადაა ლუკა მოდრიჩი 60 მილიონად შეიძინოს

AutoSharing Option
"დეილი სტარის" ცნობით, ხორვატი ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის სამსახურით "არსენალია" დაინტერესებული და ზაფხულში მის ტრანსფერში "რეალს" 60 მილიონ ევროს შესთავაზებს.

გუნდის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მოდრიჩის გაყიდვის წინააღმდეგია, მაგრამ თუ "სამეფო გუნდმა" ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო და ზიდანი გადააყენეს, სიტუაცია შეიცვლება.

32 წლის ლუკამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბლანკოსთან კი კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შანსი არაა გაყიდონ, თან ასეთ სასაცილო თანხად
სანდრო
10:17 16-03-2018
0

სიახლეები პოპულარული