რობერტ ლევანდოვსკიმ "რეალთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივო" გვამცნობს, რომ "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ "რეალთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა და ეს მოხდა მისი ახალი აგენტის პინი ზაჰავის და ბლანკოსის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მარჯვენა ხელის ხოსე ანხელ სანჩესის პირადი შეხვედრისას.

შრომითი ხელშეკრულება 2:1 სისტემისა იქნება და ის "სამეფო გუნდში" კარიმ ბენზემას შეცვლის, რომელსაც უეჭველი გაყიდიან.

გამოცემის მტკიცებით, ბენზემას გასხვისება და ლევანდოვსკის შეძენა სულაც არ მოეწონება თავდამსხმელ რონალდოს, მაგრამ ეს პერესს ნაკლებად აღელვებს.

რობერტს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ახლა სატრანსფერო ფასზე კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული