ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი სომხეთის დედაქალაქის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია, სადაც ის სტუდენტებს და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.
მხითარიანმა სარეაბილიტაციო ცენტრს მანქანა აჩუქა, რომელიც მას სომხეთის 10 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვედრის გამო გადასცეს.
აქვე გეტყვით, რომ სომხეთის ნაკრები 24 და 27 მარტს საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდება, ოღონდ მონაცვლეობით. ჩვენი მეზობლები ჯერ ესტონეთს მიიღებენ, შემდეგ კი ლიტვას უმასპინძლებენ.