საქმე იმაშია, რომ აფრიკელები 24 და 27 მარტს საფრანგეთში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. მათი მეტოქეები კი ტოგო და მოლდოვა იქნებიან.
34 წლის ტურემ სანაკრებო კარიერა 2015 წელს დაასრულა, თუმცა გასული წლის დეკემბერში დაბრუნების შესახებ გვაუწყა.
ის გუნდის მწვრთნელმა იბრაჰიმა კამარამ ამხანაგური შეხვედრებისთვის გამოიძახა, თუმცა, მისივე თქმით, ტურე შეკრებაზე არ გამოცხადდა და არც იციან, თუ სად იმყოფება ფეხბურთელი.