როგორც იცით, "ბაიერნის" მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ზაფხულში საბოლოოდ გადის დამსახურებულ პენსიაზე და კლუბი გამალებით ეძებს მის ღირსეულ შემცვლელს. "სპორტ ბილდის" ცნობით, "რეკორდმაისტერის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა პოჩეტინიოს კანდიდატურა კლუბის ხელმძღვანელებს ული ჰიონესსა და კარლ-ჰაინც რუმენიგეს შესთავაზა, თანხმობა მიიღო და ამის შემდეგ შეხვდა არგენტინელს.
თუმცა, "ბაიერნს" მაურიციოს მწვრთნელად დანიშვნის მცირე შანსი აქვს, ვინაიდან "დეზების" პრეზიდენტი დენიელ ლევი მის გაშვებას არ დათანხმდება. ყოველ შემთხვევაში, სერიოზული კომპენსაციის გარეშე.