38 წლის ბრაზილიელი ბრაზილიური რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა და მიმდინარე წელს ბრაზილიის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
რონალდინიოს გეგმაში აქვს, ეროვნული კონგრესის არჩევნები იყაროს კენჭი. მოსალოდნელია, რომ ყოფილი ფეხბურთელი ფედერალურ სენატში დაიკავებს ადგილს და ბრაზილიის საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტს რონალდინიოს 38 წელი შეუსრულდა.
მომზადებულია Metropoles-ის მიხედვით