როგორ და რატომ დაინიშნა რონალდინიო ერთ დღეში ორ ქალზე - 6 მილიონიან სასახლეში ცხოვრების ამბავი

AutoSharing Option
Instagram-ზე ცნობილი გვერდი Game Set & Match უცნობი ისტორიისა და იმის შესახებ გვიყვება, თუ როგორ დაინიშნა ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდინიო 2017 წელს ორ ქალბატონზე, ამ დროს მას საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა.

"რონალდინიოს ბრაზილიელ ლამაზმან პრისცილა კოელიოსთან 6-წლიანი ურთიერთობა ჰქონდა. ამავდროულად, "გაუჩო" რომანტიკულად იყო დაკავშირებული სხვა ქალთან - ბეატრის სოუზასთან.

ერთ დღესაც მან გადაწყვიტა, რომ რიო-დე-ჟანეიროს 6 მილიონიან სასახელში ორივე მათგანთან ერთად ეცხოვრა და ქალბატონებიც წინადადებას დასთანხმდნენ.

ქორწილი არასდროს შემდგარა, მაგრამ ვინაი
დან ბრაზილიაში ორცოლიანობა აკრძალულია, ყოფილმა ფეხბურთელმა ორივე ქალბატონთან ხელი ერთსა და იმავე დღეს მოაწერა. 

პრისცილა და ბეატრისი უზარმაზარ სახლში ცალკე საძინებლებში ცხოვრობდნენ და სუპერვარსკვლავის სანახავად განსხვავებული დღეები ჰქონდათ. პრისცილას დედამ მარიამ ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:

"რონალდინიოს ჰქონდა თავისი საძინებელი მისთვის და პრისცილასთვის და მეორე საძინებელი მისთვის და ბეატრისისთვის. ისინი არასოდეს იქნებოდნენ ერთად ერთ საწოლში. ერთი დღე იქნება პრისცილას, მეორე დღეს კი ბეატრისს. 

ორივეს ყოველთვიურად ერთსა და იმავე თანხას აძლევდა და ზუსტად ერთსა და იმავე საჩუქრებს უკეთებდა. ერთხელ მან ორივეს Rolex-ის საათი აჩუქა", - იხსენებს მარია.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეჰ, ამას შეეძლო ყველა დროის იდიადესი გამხდაროყო, მაგრამ...
დათო
23:34 17-08-2024
2
ეხლა სად არის ის 6 მილიონიანი სასახლე თავის პრისცილა ბეატრისებით?
მამუკა
15:52 17-08-2024
2

სიახლეები პოპულარული