"ახალგაზრდულ გუნდში ანდრეს ინიესტას მსგავსი კიდევ ერთი ფეხბურთელი გვყავდა. 16-17 წლის ასაკში მის თამაშს თუ ნახავდით, იფიქრებდით, რომ დრო იყო, მთავარ გუნდში გადასულიყო.
მარიო როსასი ლიონელ მესისა და მიქაელ ლაუდრუპის ნაზავი იყო. ის ორივე ფეხით შესანიშნავად თამაშობდა, ჰქონდა შესანიშნავი დრიბლინგი, მაგრამ მაინც დაიკარგა.
როსასი, შესაძლოა, პროფესიონალი არ იყო, ან საჭირო მენტალიტეტი არ ჰქონდა. მოზარდობის პერიოდი ძალიან რთულია და ამ დროს ადვილია, შეცდომა დაუშვა.
ყოველთვის
მე და ანდრეს ინიესტას ძალიან გაგვიმართლა, რადგან ჩვენი ოჯახები ყველანაირად მხარს გვიჭერდნენ. ზოგიერთის ცხოვრება ქაოტურია და რთული მშობლები ჰყავს", - აღნიშნა ხავიმ.
აქვე გეტყვით, რომ როსასის დებიუტი "ბარსელონაში" 1998 წელს შედგა, თუმცა კატალონიელებმა ის მალე "ალავესში" გაანათხოვრეს.
საინტერესოა, რომ მან აზერბაიჯანის კლუბ "ხაზარშიც" იასპარეზა. კარიერა კი 2014 წელს დაასრულა.