36 წლის ნახევარმცველმა მშობლიურ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და იქვე თქვა, რომ აღნიშნული შრომითი ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.
გლებს ისეთ ცნობილ გუნდებში უთამაშია, როგორებიც ლონდონის "არსენალი" და "ბარსელონა" არიან.
ბელორუსი ფეხბურთელი ბოლოს ბურთს სამარის "კრილია სოვეტოვში" აგორებდა, საიდანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვიდა.