ყაზახეთი ბულგარეთთან 90+4-ე წუთზე გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში, უნგრეთის ძლევის შემდეგ (3:2), უნგრეთის ქალაქ ფელჩუტში ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ყაზახეთი ბულგარეთთან დამარცხდა 1:2.

ამ შეხვედრაში ანგარიში სლავებმა 23-ე წუთზე პენალტით გახსნეს (იველინ პოპოვი), 56-ე წუთზე იურკებულან ტუნგიშბაევმა საპასუხო გოლი გაიტანა, 90+4-ე წუთზე კი ნიკოლაი ბოდუროვმა დალაშქრა პლოტნიკოვის კარი და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ყაზახეთი: პლოტნიკოვი, სიუმბაევი, მალი, პოსტნიკოვი, ბეისებეკოვი, კუატი, ზაინუტდინოვი (პარაგულკოვი 46), ისლამხანი (ალიპი 90+3), მურტაზაზევი (ახმეტოვი 90) სეიდახმეტი (პერცუხი 79), ხიჟნიჩენკო (ტუნგიშბაევი 46)


მკითხველის კომენტარები / 3 /
არაფერი დიდი გადამრიე გუნდი არაა. ძალიან კონცენტრირებულები არიან მთელი თამაში და მაგით გადიან ფონს, თორემ სწორხაზოვან და ერთფეროვან ფეხბურთს თამაშობენ. ბულგარეთი ეხლა სერიოზულ კრიზისშია და საზომად ნამდვილად არ გამოდგება (მაინც მოუგო), უნგრეთი კი 2006 წლიანების გუნდს გავდა, დაცვა არ უთამაშიათ საერთოდ და ისე გაუშვეს შესაფერისი ბურთები თორემ ყაზახეთს თამაშიდან ან კომბინაციიდან ბურთი არ გაუტანია. თავისუფლად შეუძლიათ ჩვენებს მაგათთვის ორივე თამაშის მოგება.
ანესთეზეოლოგი
12:35 27-03-2018
1
ყაზახეთი მაფიქრებს სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ნაკრებს! თორემ დავისჯებით!
გენო
10:25 27-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული