"დამარცხებაზე მე ვარ პასუხისმგებელი. მე შევარჩიე შემადგენლობა და ტაქტიკა, შევისწავლე მოწინააღმდეგე.
პირველი 10 წუთი ბურთს ვფლობდით და ურიგოდ არ გამოვიყურებოდით, მერე გოლი გავუშვით და ყველაფერი აირია. მეტოქე კარგად იყენებდა ფლანგებს, პირველ ტაიმში ბევრი მომენტი შექმნა, ჩვენ კი კონტრშეტევები არ გამოგვდიოდა.
შესვენებაზე ფეხბურთელებს დაველაპარაკე და მეორე ტაიმში ბევრ ასპექტში სხვანაირად ითამაშეს. თუ არ ჩავთვლით შეხვედრის დასასრულს, მეტოქეს თავისუფალ ზონებს არ ვუტოვებდით. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილებს გაგვიჭირდა, თუმცა 3-4 მომენტი შევქმენით.