ვინ არის ჯორჯიანა როდრიგესი - გაიცანით, კრიშტიანო რონალდოს მეგობარი გოგონა

AutoSharing Option
ინგლისურ პრესაში კრიშტიანო რონალდოს მეგობარ გოგონა ჯორჯიანა როდრიგესთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა.

"სანის" თანახმად ჯორჯიანა როდრიგესი ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არის ქალაქ ჯაკადან, რომლის მოსახლეობა 13 000-ია.

ქალაქი ახლოსაა საფრანგეთის საზღვართან და მადრიდიდან 450 კილომეტრითაა დაშორებული.

ის მშობლიურ ქალაქში ოფიციანტად მუშაობდა შემდეგ მშობლებთან ერთად ბრისტოლში გადავიდა.

ბოლო სამსახური, სადაც ის კრიშტიანოს გაცნობამდე მუშაობდა, "გუჩის" მაღაზია და კონსულტანტობა იყო.

ჯორჯიანა მოცეკვავეა, მაგრამ პორტუგალიელი ვარსკვლავის გაცნობის შემდეგ სამოდელო კარიერა დაიწყო.

ხმების თანახმად რონალდომ ჯორჯიანა პირველად "დოლჩე და გაბანას" სივრცეში გაიცნო, თუმცა როდის დაიწყეს შეხვედრა, უცნობია.

ამის შემდეგ წყვილი ხშირად ჩნდებოდა ერთადმ მათ შორის ფიფას დაჯილდოებაზე.

მან კრიშტიანოს გოგო გაუჩინა და აშკარაა, რომ ირინა შეიკის მერე როდრიგესი რონალდოს ყველაზე დიდი სიყვარულია.

მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი წყვილის ქორწინება იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას მეგობრობა არ ჰქვია. ეს არის კრიშტიანოს შეყვარებული! კარტული არ გეკერკებათ?!
aburjga
19:22 01-04-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული