ხოჭოლავას მწვრთნელი მეუღლეს გაშორდა და კლუბის პრეზიდენტის პრეს-მდივანთან გააბა რომანი

AutoSharing Option
დავით ხოჭოლავას დონეცკის "შახტარის" 45 წლის პორტუგალიელი მწვრთნელი პაულო ფონსეკა უკრაინაში გაშინაურდა, თანაც ნამეტნავად.

მან იქ ახალი სიყვარული იპოვნა - 27 წლის კატერინა ოსტროუშკო. კატია 19 წლიდან ტელეარხ "დონბასზე" მუშაობდა, ახლა კი "შახტარის" პრეზიდენტის, ცნობილი ოლიგარქის რინატ ახმეტოვის პრეს-მდივანია.

როდესაც დონეცკურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა და პაულო ზოროს ფორმაში გამოეწყო, კატერინამ ნიღაბი გაიკეთა, ეს სურათი გადაიღო, სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა:"მისტერ და მისის ზორო".

ფონსეკა და ოსტროუშკო არც მალავენ თავიანთ ურთიერთობას და ყველა ღონისძიებაზე ერთად არიან. ცნობისათვის, პორტუგალიელს
"ევერტონის" მენეჯერობას სთავაზობენ, მაგრამ ფეხს ითრევს.

პაულომ 20 წელი გაატარა თავის ყოფილ მეუღლესთან, სანდრასთან, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაცი რომელიც ორ სვილს დატოვებს და 20 წლიანი ურტიერთობის მეუღლეს და ვიგაც ათას ღობეს გადამხტარ გოგოსთან გაგრძელებს ცხოვერებას ის როგორც ადამიანი 0 ის ტოლია.
reali
09:32 08-04-2018
2

სიახლეები პოპულარული