"ნიცას" თავდამსხმელის მარიო ბალოტელის სამსახურით "რომაა" დაინტერესებული და მოლაპარაკებებიც აწარმოა, მაგრამ არაა გამორიცხული, სუპერმარიო აშშ-ში გადაბარგდეს.
Sports Illustrated-ის ცნობით, მარიოს აგენტს მინო რაიოლას "დი სი იუნაიტედი" დაუკავშირდა.
ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატზე ბალომ 23 მატჩში 14 გოლი გაიტანა.