მარიო ბალოტელი შეიძლება საბა კვირკველიას თანაგუნდელი გახდეს

AutoSharing Option
"ნენობელის" ცნობით, იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი მარიო ბალოტელი შეიძლება მალე საბა კვირკველიას "ლოკომოტივში" ჩაირიცხოს.

სუპერმარიოს "ნიცასთან" კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება, თავისუფალი აგენტი გახდება და ჯერ მისი პერსონით, "ლოკოს" გარდა, სერიოზულად არც ერთი კლუბი არ დაინტერესებულა.

რკინიგზულმა კლუბმა უკვე გამართა წინასწარი მოლაპარაკება ფეხბურთელის აგენტთან.

შეგახსენებთ, "ნიცა" და "ლოკომოტივი" ერთმანეთს ევროპა ლიგაზე დაუპირისპირდნენ.

27 წლის ბალომ ამ სეზონში 34 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღა დაგიმალოთ და მერჩივნა პირიქით ყოფილიყო.
გულშემატკივარი
23:43 27-04-2018
2
მაგარი სურათი კი შეგირჩევიათ :)
თემო
08:59 28-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული