ვარსკვლავები და ალკოჰოლი - 11 ფეხბურთელი, რომლებსაც დალევა ძალიან უყვარდათ [PHOTO]

AutoSharing Option
საიტმა Lordsofthedrinks.com-მა ის 11 ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომლებსაც ალკოჰოლურ სასმელთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

1) ბრაზილიელმა გარინჩამ, რომელმაც მსოფლიო თასი ორჯერ მოიგო, ცხოვრების დიდი ნაწილი ალკოჰოლსა და ქალებს დაუთმო.

სიმთვრალის გამო ის ბევრჯერ მოყვა ავარიაში. გარინჩა 1983 წელს ღვიძლის დაავადებით დაიღუპა, ის ალკოჰოლურ კომაში იმყოფებოდა.

ბრაზილიელს 14 ოფიციალური შვილი ჰყავდა.

Sportall.Ge

2) ჯორჯ ბესტი, გარდა საფეხბურთო ვარსკვლავობისა, მანჩესტერის ღამის ცხოვრების ვარსკვლავიც იყო. მისმა მიდრეკილებამ ალკოჰოლისა და ქალების მიმართ ბესტს როკ-ვარსკვლავის სახელი მოუტანა.

2002 წელს მას ღვიძლი გადაუნერგეს, თუმცა სმა მაინც განაგრძო. საბოლოოდ ლეგენდარული
ფეხბურთელი 2005 წელს მრავალი შინაგანი ინფექციის გამო გარდაიცვალა.

3) 90-იანების ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა სახელი არა მარტო კარგად თამაშით, არამედ მავნე ჩვევებითაც გაითქვა.

პოლ გასკოინს ძალიან უყვარდა ჭამა, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები და რა თქმა უნდა, ალკოჰოლი.

ამან ფეხბურთელი სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა, თუმცა ის დღემდე ცოცხალია.

4) უნგრეთში დაბადებულ ლადისალო კუბალას ამ ქვეყნის ნაკრებში არასოდეს უთამაშია, თუმცა ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში მოასწრო 11-ჯერ თამაში.

50-იან წლებში ის ესპანეთში გაემგზავრა, რათა "რეალში" ეთამაშა, მაგრამ აეროპორტში ჩასული მას "ბარსელონას" წარმომადგენლები დახვდნენ.

კუბალა ამ დროს უგონოდ მთვრალი იყო. კატალონიელთა წარმომადგენლებმა ის მატარებელში ჩასვეს. ფეხბურთელი ფიქრობდა, რომ მადრიდში მიდიოდა. როდესაც მეორე დღეს გამოფხიზლდა, მისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ წინა დღეს "ბარსელონასთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მომდევნო 11 სეზონის განმავლობაში კუბალა "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ლეგენდად იქცა.

5) მარადონას დამოკიდებულება კოკაინისადმი ყველასათვის ცნობილია, მაგრამ მან ავტობიოგრაფიულ წიგნში გაამხილა, რომ ალკოჰოლსაც ეტანებოდა.

მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, თუ ყოველ საღამოს ერთ ბოთლ ვისკის დალევდა, რადგან ასე თავს უკეთ გრძნობდა.

Sportall.Ge

6) "არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილ მცველ ტონი ადამს ალკოჰოლი ძალიან უყვარდა. 80-იან წლებში ის ხშირად ჩხუბობდა ბარებში.

1990 წელს კი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის ტარების გამო 4 თვე ციხეშიც გაატარა.

1996 წელს მან ალკოჰოლიზმთან ბრძოლა დაიწყო. მისი ავტობიოგრაფიული წიგნი - "დამოკიდებულება" ნამდვილ ბესტსელერად იქცა. ახლა ადამს სარეაბილიტაციო ცენტრი აქვს, სადაც სპორტსმენები სხვადასხვა დამოკიდებულებისგან იკურნებიან.

7) სოკრატესი კიდევ ერთი ბრაზილიელია, რომელსაც ალკოჰოლი და ქალები ძალიან უყვარდა.

8) ინგლისის ნაკრების ისტორიაში გოლებით მე-3 ადგილზე მყოფი ჯიმი გრივსი ღიად ებრძოდა ალკოჰოლს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის აქტიურ სპორტში იყო.

1978 წელს მან სმას საბოლოოდ გაანება თავი და სპორტული ჟურნალისტობა დაიწყო. გრივსი დღესაც ცოცხალია.

9) ბრაზილიელ ადრიანოს ყველაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ დიდი ფეხბურთი ეთამაშა. მას რიმარიოსა და რონალდოსაც კი ადარებდნენ.

თუმცა, ალკოჰოლმა და ზღვარგადასულმა გართობამ მას კარიერა დაუნგრია. მისი ბოლო კლუბი "ფლამენგო" იყო, სადაც არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

Sportall.Ge

10) არტიომ მილევსკის ანდრეი შევჩენკოს მემკვიდრედ მიიჩნევდნენ, თუმცა კიევის "დინამოს" ვერ გასცდა.

მთავარი მიზეზი, რის გამოც მილევსკიმ კარიერა ვერ აიწყო, არყის და უკრაინელი ქალების მიმართ სიყვარული იყო.

11) რომან შიროკოვი რუსეთის ისტორიაში შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ალკოჰოლიკი ფეხბურთელია.

ის "ზენიტის" ვარსკვლავი იყო, კარიერა კი ცსკა-ში დაასრულა.

მას არაერთი გუნდი აქვს მოვლილი, მაგრამ ყველა მათგანმა შიროკოვი იმიტომ გააგდო, რომ ალკოჰოლს სვამდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ, ჩვენც გვყავდა კარგი ჩამრტყმელები.
0

სიახლეები პოპულარული