დანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს ძვლის ტვინის კიბო აქვს

AutoSharing Option
დანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, 48 წლის რენე ჰენრიკსენმა განაცხადა, რომ ძვლის ტვინის კიბო აქვს და უკვე მკურნალობენ.

"სიმსივნის ამ ფორმის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია პროგრესირების ტემპის შემცირება. აგვისტოში ტრანსლპანტაციას დავასრულებ და უკეთესობის იმედი მაქვს", - უთხრა ჰენრიკსენმა ჟურნალისტებს.

მან 1998-2004 წლებში დანიის ეროვნულ გუნდში 66 მატჩი ჩაატარა, ევროპის ორ და მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, 2000 წელს დანიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული