როგორც ირკვევა, ბლანკოსის წარმომადგენლები ორჯერ იყვნენ ნეიმართან ბრაზილიაში ჩასულები და მოლაპარაკებები აწარმოეს.
რაც შეეეხება მოდრიჩს, საფეხბურთო აგენტი მარკო ნალეტიჩი იუწყება, რომ იტალიაში აპირებს გადაბარგებას.
"ეს იტალიური კლუბების ფინანსურ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. მოდრიჩს ბავშვობიდან ვიცნობ, მისი კერპი ზვონიმირ ბობანი იყო.
ამჟამად იტალიაში მხოლოდ ერთი კლუბია, რომელსაც ლუკას შეძენა და მისთვის მაღალი ხელფასის გადახდა შეუძლია. ეს "იუვენტუსია" და ვფიქრობ, სერიოზულად გააძლიერებს".