- ჩვეულებრივ ემოციას განვიცდი, არაფერი არაჩვეულებრივი ამაში არაა. ბიჭებმა მხარი დამიჭირეს და მოედანზე საკმაოდ მშვიდად გავედი. უბრალოდ, საწყენია, რომ დავმარცხდით. ჯობდა ჩემი დებიუტი არ შემდგარიყო და "დინამოს" თასი მოეპოვებინა.
- როდის გაიგეთ, რომ განაცხადში შეგიყვანეს? მოსამზადებლად დრო გქონდათ?
- ორშაბათიდან პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, სამშაბათს კი
- შეცვლაზე შეშვება მოულოდნელობა იყო?
- წინასწარ არაფერი არ უთქვამთ. უბრალოდ, ვემზადებოდი და იმედი მქონდა, რომ შანსს მომცემდნენ.
- შეცვლაზე შესვლის წინ მწვრთნელმა რა დავალება მოგცათ?
- შეტევაში მწვავედ მემოქმედა, გადაცემა გამეკეთებინა, ბურთი დამერტყა ან გოლი გამეტანა. დრო არ მეყო.
- ასეთ მაღალ დონეზე პირველად ითამაშეთ. როგორ მოგეწონათ სავსე ტრიბუნების ატმოსფერო?
- დიახ, ასეთ ვითარებაში პირველად ვიასპარეზე. თუმცა, თამაშისას ამას ვერ ამჩნევ. მთავარია, პარტნიორები მკარნახოდნენ და დებიუტი გამიადვილდა.
- მხოლოდ 17 წლის ხართ და უკრაინის თასის ფინალში მიიღეთ მონაწილეობა. ეს ალბათ, უფრო ავანსია?
- უბრალოდ, შანსი მომცეს და ჩემი შესაძლებლობების დასამტკიცებლად ყველაფერს გავაკეთებ - რომ ამის ღირსი ვარ. ჩემთვის მთავარი არ იყო, რომელ შეხვედრაში შედგებოდა ჩემი დებიუტი. მთავარია, ეს მოხდა. სამწუხაროდ, დრო არ მეყო. საფინალო სასტვენამდე 6-7 წუთით ადრე შევედი შეცვლაზე. ამ დროში თამაში გაჩერდა და მხოლოდ 2 წუთი მომიწია სირბილი.
- გრძნობთ, რომ მომავალში პირველი გუნდის დონეს "გაქაჩავთ"?
- ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ რადგან მწვრთნელებმა პირველ გუნდში ამიყვანეს, ვფიქრობ, ხედავენ, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვართმევ. დანარჩენი კი ვნახოთ.