კიევის "დინამოს" 17 წლის დებიუტანტი გიორგი წიტაიშვილი: მე შანსი მომცეს

AutoSharing Option
"შახტართან" უკრაინის თასის ფინალური მატჩის 86-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა კიევის "დინამოს" 17 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია და ცნობილი ქართველი ფეხბურთელის კლიმენტი წიტაიშვილის შვილია. ნამატჩევს მან კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა.

- ჩვეულებრივ ემოციას განვიცდი, არაფერი არაჩვეულებრივი ამაში არაა. ბიჭებმა მხარი დამიჭირეს და მოედანზე საკმაოდ მშვიდად გავედი. უბრალოდ, საწყენია, რომ დავმარცხდით. ჯობდა ჩემი დებიუტი არ შემდგარიყო და "დინამოს" თასი მოეპოვებინა.

- როდის გაიგეთ, რომ განაცხადში შეგიყვანეს? მოსამზადებლად დრო გქონდათ?


- ორშაბათიდან პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, სამშაბათს კი
მითხრეს, რომ დნიპროში სათამაშოდ წასაყვან ფეხბურთელთა განაცხადში ვიყავი.

- შეცვლაზე შეშვება მოულოდნელობა იყო?

- წინასწარ არაფერი არ უთქვამთ. უბრალოდ, ვემზადებოდი და იმედი მქონდა, რომ შანსს მომცემდნენ.

- შეცვლაზე შესვლის წინ მწვრთნელმა რა დავალება მოგცათ?


- შეტევაში მწვავედ მემოქმედა, გადაცემა გამეკეთებინა, ბურთი დამერტყა ან გოლი გამეტანა. დრო არ მეყო.

- ასეთ მაღალ დონეზე პირველად ითამაშეთ. როგორ მოგეწონათ სავსე ტრიბუნების ატმოსფერო?


- დიახ, ასეთ ვითარებაში პირველად ვიასპარეზე. თუმცა, თამაშისას ამას ვერ ამჩნევ. მთავარია, პარტნიორები მკარნახოდნენ და დებიუტი გამიადვილდა.

- მხოლოდ 17 წლის ხართ და უკრაინის თასის ფინალში მიიღეთ მონაწილეობა. ეს ალბათ, უფრო ავანსია?


- უბრალოდ, შანსი მომცეს და ჩემი შესაძლებლობების დასამტკიცებლად ყველაფერს გავაკეთებ - რომ ამის ღირსი ვარ. ჩემთვის მთავარი არ იყო, რომელ შეხვედრაში შედგებოდა ჩემი დებიუტი. მთავარია, ეს მოხდა. სამწუხაროდ, დრო არ მეყო. საფინალო სასტვენამდე 6-7 წუთით ადრე შევედი შეცვლაზე. ამ დროში თამაში გაჩერდა და მხოლოდ 2 წუთი მომიწია სირბილი.

- გრძნობთ, რომ მომავალში პირველი გუნდის დონეს "გაქაჩავთ"?


- ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ რადგან მწვრთნელებმა პირველ გუნდში ამიყვანეს, ვფიქრობ, ხედავენ, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვართმევ. დანარჩენი კი ვნახოთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
შეეცადე მიიღო მოქალაქეობა და საქართველოს 19 წლამდელებში ითამაშო, წარმატებები
roma
23:09 10-05-2018
2
ამ ბიჭს დროულად უნდა მიხედოს ფედერაციამ.
თენგო
17:03 11-05-2018
0

სიახლეები პოპულარული