"დედა ვარ და ვნერვიულობ, როდესაც ჩემს შვილზე ნეგატიურს წერენ. ეს ძნელი წასაკითხია. ვცდილობ, ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო. ჩემპიონთა ლიგის დიდი მატჩებისას ვნერვიულობ. თამაშამდე ერთი საათით ადრე მუხლებზე ვდგები და ვლოცულობ. მირჩევნია მატჩს ტელევიზორში ვუყურო, რადგან ემოციური ვარ და ერთხელ სტადიონზე გონება დავკარგე. ამიტომ კრიშტიანომ სტადიონზე მისვლა ამიკრძალა.
ზოგიერთები 37 წლამდე თამაშობენ. ჩემი შვილი მანქანა არაა, იმდენ ხანს ითამაშებს, რამდენ ხანსაც შეძლებს. ვფიქრობ, კიდევ 3-4 წელიწადი", -