რონალდოს დედა: ჩემი შვილი მანქანა არაა, კიდევ 3-4 წელი ითამაშებს

AutoSharing Option
რონალდოს დედამ, დოლორეს ავეირუმ იმაზე ისაუბრა, თუ კიდევ რამდენი ხანი ითამაშებს მისი შვილი.

"დედა ვარ და ვნერვიულობ, როდესაც ჩემს შვილზე ნეგატიურს წერენ. ეს ძნელი წასაკითხია. ვცდილობ, ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო. ჩემპიონთა ლიგის დიდი მატჩებისას ვნერვიულობ. თამაშამდე ერთი საათით ადრე მუხლებზე ვდგები და ვლოცულობ. მირჩევნია მატჩს ტელევიზორში ვუყურო, რადგან ემოციური ვარ და ერთხელ სტადიონზე გონება დავკარგე. ამიტომ კრიშტიანომ სტადიონზე მისვლა ამიკრძალა.

ზოგიერთები 37 წლამდე თამაშობენ. ჩემი შვილი მანქანა არაა, იმდენ ხანს ითამაშებს, რამდენ ხანსაც შეძლებს. ვფიქრობ, კიდევ 3-4 წელიწადი", -
განუცხადა დოლორესმა Le Magazine-ს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დედა გენაცვალოს!
დოლორეს ავეირუ
07:08 12-05-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული