რით ვერ გაძღა? - ნეიმარის მამა ვერ ისვენებს

AutoSharing Option
პსჟ-ს თავდამსხმელის, ნეიმარის აგენტი პინი ზახავი მისი კლიენტის ტრანსფერზე "მანჩესტერთან" აწარმოებს მოლაპარაკებას.

ზახავი ნეის "რეალში" გადაყვანას ცდილობდა, მადრიდული კლუბის წარმომადგენლები ბრაზილიაშიც იყვნენ ჩასულები, მაგრამ ეტყობა, ამ სეზონში ამას ვერ მოახერხებენ.

Tribalfootball-ი კი ამტკიცებს, რომ ახლახან ზახავიმ "მანიუს" ხელმძღვანელობასთან ნეიმარის შესაძლო კონტრაქტის პირობები განიხილა, რომლის მენეჯერი ჟოზე მოურინიო კარგად იცნობს ფეხბურთელის მამას ნეიმარ სანტოსს.

ნეიმარი "პარი სენ ჟერმენმა" 222 მილიონ ევროდ შეიძინა და როგორც ამტკიცებენ, პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ელ ჰელაიფიმ 40 მილიონი ფეხბურთელის მამას გადაუხადა.

ელ ჰელაიფიმ განაცხადა, რომ ნეიმარს
370 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გაყიდის, რადგან ამხელა თანხას არავინ არ გადაიხდის.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, ნეიმარი მომავალ სეზონშიც პსჟ-ში დარჩება, მაგრამ ვინ იცის, რას მოიმოქმედებს მამამისი, რომელიც თავისი გაუმაძღარი ბუნებიდან გამომდინარე, არაპროგნოზირებადია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული