ლიონელმა პრიმერას 36 მატჩში 34 გოლი გაიტანა, 68 ქულა მოაგროვა და საპატიო პრიზს მეხუთედ დაეუფლა, რაც რეკორდია.
მეორე ადგილზე გასულმა "ლივერპულის" შემტევმა ნახევარმცველმა მოჰამედ სალაჰმა 32 გოლი გაიტანა და 62 ქულა მიიღო.
ლეო აპრილში ლა ლიგას საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და "სოსიედადთან" მატჩის წინ მას პრიზი ყოფილმა თანაგუნდელმა ხავიმ გადასცა.