ჯანლუიჯი ბუფონი: პსჟ-ში გადასვლის გადაწყვეტილების მისაღებად ერთი კვირა მჭირდება

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილმა მეკარემ, ჯიჯი ბუფონმა პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"პსჟ-ში გადასვლა? ერთი კვირა მჭირდება იმისათვის, რათა "იუვენტუსიდან" წასვლის შემდეგ დავმშვიდდე და აზრზე მოვიდე. ვითარება უნდა გავაანალიზო. ეს ადვილი არჩევანი არაა. 40 წლის ასაკში არა გაქვს სპონტანური გადაწყვეტილების მიღების უფლება", - განუცხადა ბუფონმა Sky Sport Italia-ს.

ადრე იუწყეს, რომ ჯანლუიჯი პსჟ-ში გადასვლას 23 მაისს იუწყებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული