ანდრეს ინიესტა მიკიტანმა იაპონიაში წაიყვანა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა იაპონიაში კობეს "ვისელის" თავმჯდომარესთან ჰიროსი მიკიტანთან ერთად გაფრინდა.

"ახალ სახლში ახალ მეგობართან ჰიროსი მიკიტანთან ერთად მივემგზავრები", - დაწერა ინიესტამ ტვიტერზე.

ჰიროსი "ბარსელონას" სპონსორის Rakuten-ის გენერალური დირექტორია.

ანდრესი დღეს "ვისელთან" კონტრაქტს გააფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანდრესმა და მიკიტანმა,
თვალი უყვეს ერთმანეთსა,
მე შენ,ღვინოს გაგიყიდი,
შენ მომიყვან,თამადებსა,
ისე დაათრონ ეს ხალხი,
ვერ აგნებდნენ სახლის გზებსა.
თამადები თუკი გინდა,
წამოგიყვან ქართველებსა,
სიმღერას იგრე ახვევენ,
როგორც მესი ჯარიმებსა.
იჩქარე ბიჭო,ანდრია,თორემ ვინმე დამასწრებსა,რაგბიში ორი ქართველი,ტონგელებს ნეკნებს უმტვრევსა,თამადობაც ხომ სპორტია,დავკარგავ პოზიციებსა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული