"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს

AutoSharing Option
Odessa.online იტყობინება, რომ ოდესის "ჩერნომორეცის" გულშემატკივრებმა გუნდის მწვრთნელი კონსტანტინ ფროლოვი მაგრად ცემეს.

"პოლტავასთან" სტუმრად 0:3 განადგურების შემდეგ, ზღვისპირული გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა, მწვრთნელი ფროლოვი კი გულშემატკივრებთან მხარდაჭერისათვის მადლობის გადასახდელად მივიდა და გალახეს. მან თავს გაქცევით უშველა, თორემ უარესი დაემართებოდა.

ფროლოვი ადრე ქობულეთის "შუქურაში" და ბათუმის "დინამოში" მუშაობდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჩერნომორეცში" იქაური წყალკანალის "ხაზეინის" ძმისშვილი გუნდში არ ათამაშეს და აღშფოთებულმა ბიძამ სტადიონსა და საწვრთნელ ბაზას წყლის მიწოდება შეუწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული