ბალოტელი ნაკრებში გოლით დაბრუნდა, მისი მოკვეთა კი მავნებლობა იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ნაკრებმა შვეიცარიის ქალაქ სენტ გალენში ამხანაგურ მატჩში 2:1 დაამარცხა საუდის არაბეთი. გოლები ბალოტელიმ და ბელოტიმ გაიტანეს.

სკუადრა აძურას ახალმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გადახალისებული გუნდი ათამაშა, მარიო ბალოტელი ნაკრებში დააბრუნა და მან გოლი გაიტანა.

სუპერმარიო 2014 წლის შემდეგ კეთროვანივით მოკვეთილი იყო ნაკრებიდან და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირდათ და მუნდიალის საგზურიც ვერ მოიპოვეს, მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ არ იხმო. ეგ კი არადა, ლორენცო ინსინიეც არ ათამაშა.

ამას გარდა მავნებლობისა სხვა სიტყვა არ მიესადაგება. რა თქმა უნდა, მარიო ანგელოზი არაა და თავისი
გადახრები აქვს, მაგრამ ეროვნულ გუნდს მისი დახმარება ჰოი, როგორ სჭირდებოდა.

აი, რა შემადგენლობით იასპარეზა იტალიის ნაკრებმა: დონარუმა, ბონუჩი, კრიშიტო (დე შილიო 88), ძაპაკოსტა, რომანიოლი, ჟორჟინიო, ფლორენცი (ბონავენტურა 67), პელეგრინი (ვერდი 73), ბალოტელი (ბელოტი 58), ინსინიე (კიეზა 84), პოლიტანო (კრისტანტე 73)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს თქვენი ვიდეოები სულ რატომ ჭედავს??????
georgian
14:05 29-05-2018
0

სიახლეები პოპულარული