გამოცემის მტკიცებით, კრიშტიანოს აგენტი ჟორჟე მენდეში საფრანგეთის დედაქალაქში ჩავიდა, რათა "პარი სენ ჟერმენს" თავისი კლიენტის ტრანსფერზე მოელაპარაკოს.
რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ თქვა, რომ თავის მომავალზე მოგვიანებით ისაუბრებს, სასიამოვნო იყო "რეალში" თამაში და ყველაფერს ნათელს უახლოეს დღეებში მოჰფენს.
ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ 5 წლის წინ რონალდის წასვლა ანერვიულებდა, ახლა კი - არა.
შეგახსენებთ, პსჟ "იუვენტუსის" ყოფილი მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.