"მე მომწონს პარიზი. მიყვარს საფრანგეთში ჩასვლა, იქ ძალიან კარგად მექცევიან. მართალი გითხრათ, არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ ჩემი შვილი პსჟ-ში გადავა, მაგრამ მირჩევნია "მანჩესტერში" დაბრუნდეს", - განუცხადა დოლორესმა AS-ს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენი" რონალდოს წლიურ გასამრჯელოდ 45 მილიონ ევროს სთავაზობს.