ხამესი ზიდანის გადადგომამ გაახარა და მზადაა, თუნდაც დღესვე დაბრუნდეს "რეალში"

AutoSharing Option
კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი მზადაა, "რეალში" დაბრუნდეს.

ის შარშან ორწლიანი იჯარით გადავიდა "ბაიერნში" და თქვა, რომ გერმანიაში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გადადგომის შემდეგ, მყისებრ "რეალში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

ხამესმა ადრე ბლანკოსის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს განუცხადა, რომ მის გუნდში მხოლოდ ზიდანის წასვლის მერე დაბრუნდებოდა და აგრერიგად ნანინანატრი დღეც დაუდგა.

Tribalfootball-ის ცნობით, როდრიგესმა სთხოვა თავის აგენტს, ჟორჟე მენდეშს, დაუკავშირდეს პერესს და მისი გადაწყვეტილება აცნობოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული