გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - კლოპი "რეალის" მწვრთნელობაზე თანახმაა!

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, "მარკამ" გამოკითხვა ჩაატარა და გაირკვა, რომ "რეალის" გულშემატკივრების უმეტესობას უნდა, გუნდის მწვრთნელად "ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი დაინიშნოს.

ესპანური "დონ ბალონი" ამტკიცებს, რომ გერმანელი სპეციალისტი სულაც არაა ამის წინააღმდეგი, ოღონდ ორ პირობას აყენებს:

უნდა შეიძინონ "მანჩესტერის" მეკარე დავიდ დე ხეა და "ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი.

აქამდე ბლანკოსის მწვრთნელობის ყველაზე რეალურ კანდიდატად "ტოტენჰემის" თავკაცი მაურიციო პოჩეტინიო ითვლებოდა, რომელსაც გუშინ წინადადებით მიმართეს და მოსაფიქრებლად 5 დღე ითხოვა, მაგრამ მას თავის კლუბთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ამ საქმის მოგვარება მეტად საძნელო
საქმეა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
აჰა, ჯერ კიდევ როდის ვთქვი, რომ კლოპის ვარიანტიც შეიძლება რომ განვიხილოთ-თქო ;)

https://sportall.ge/fekhburthi/uckhouri-fekhburthi/espanethi/119181-vin-shecvlis-madridis-qrealshiq-zinedin-zidans.html?add=1
დათო
11:38 04-06-2018
0
უკაცრავად, მაგრამ დაუჯერებელი რაა ამ ამბავში?!
კლოპი
11:27 04-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული