ერთ სეზონში ორი გუნდიდან გაგდებულ ვინჩენცო მონტელას ჩინეთში იწვევენ

AutoSharing Option
იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი ჩინური კლუბი ვინჩენცო მონტელას სამსახურით სერიოზულადაა დაინტერესებული.

წყარო გუნდების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ "აეროპლანინო" მოლაპარაკებებს მართავს.

როგორც იცით, მონტელა გასულ სეზონში "მილანსა" და "სევილიას" თავკაცობდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო კარისკენ მიუთითეს.

ვინჩენცოს სახელს "ზენიტსაც" უკავშირებდნენ, თუმცა რუსული კლუბი საბოლოოდ სერგეი სემაკმა ჩაიბარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული