პატრიკ ვიეირამ "ნიცა" ჩაიბარა და პირველ ვარჯიშზე მარიო ბალოტელის ელის

AutoSharing Option
"ნიცას" მწვრთნელად პატრიკ ვიეირა დაინიშნა, რომელიც ადრე "ნიუ იორკ სიტიში" მუშაობდა. მას სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და განაცხადა, რომ პირველივე ვარჯიშზე მარიო ბალოტელის ელის.

"მარიოს დავურეკე და შვებულების კარგად გატარება ვუსურვე, ვუთხარი, რომ 2 ივლისს გუნდის პირველივე ვარჯიშზე შევხვდებით. აქ ბევრი პრობლემის გადაწყვეტა მომიწევს".

ვიეირა და ბალოტელი ერთად "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდნენ, ბალოტელი კი ახლა "მარსელში" აპირებს გადასვლას და ვიეირას მისი გუნდში დატოვება სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული