ალვინ ფორტესმა 80 ათასი მაყურებლის წინაშე ითამაშა და მისმა გუნდმა მარეზის ალჟირის ნაკრები დაამარცხა

AutoSharing Option
ჰოლანდიურმა vi.nl-მ წერილი მიუძღვნა გორის "დილას" 22 წლის ნახევარმცველს ალვინ ფორტესს.

როტერდამელმა ფორტესმა, რომელიც "დილას" ნახევარმცველია, მარეზის და ბრაიმის წინააღმდეგ ითამაშა.

"ალვინი ნიდერლანდებში ძალიან ცნობილი არაა, თამაშობდა "ვაალვიკში", "ვიტესში" და "ოსში", თურქეთის "ბოლუსპორში" და ჩეხეთის ბრნოს "ზბროიოვკაში", ახლა გორის "დილაში" ასპარეზობს და კაბო-ვერდეს ნაკრებშიც კი იხმეს.

მისმა გუნდმა სტუმრად ამხანაგურ მატჩი ალჟირის ნაკრები 3:2 დაამარცხა და ამ თამაშს 80 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. ის 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მასპინძელთა გუნდში რიად მარეზმა და იასინ ბრაიმიმ შეუცვლელად იასპარეზეს.

ეს ყველაფერი უცბად
მოხდა, ალვინს ოცნება აუსრულდა - საერთაშორისო დონეზე მისი დებიუტი შედგა. ის სწორი მიმართულებით მიდის.

"იანვრიდან "დილაში" ვთამაშობ, 9 შეხვედრაში 4 გოლი გავიტანე და 2 საგოლე გადაცემა გავაკეთე, საქმეები კარგად მიმდის. ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში ვცხოვრობ, რომელიც გორთან ახლოსაა, ავტომობილით 45 წუთში ჩავდივარ. იქ კარგი ცხოვრება და სიიაფეა. ჩვენს გუნდს აქაურ "ალმერეს" შევადარებდი, სამომავლოდ დიდი გეგმები და უდავო პოტენციალი აქვს", - ამბობს ფორტესი.

ნაკრებიდან ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც ჩემპიონატი გრძელდება, ივლისში კი სახლში დაისვენებს.

"მესამე ადგილზე ვართ, როგორც იქნა, სისტემატურად ვთამაშობ. ბევრი ცუდი აგენტები მყავდა და გუნდებში სათადარიგოთა სკამზე ყოფნა მიწევდა. ჩემი სამსახურით სკანდინავიის გუნდები დაინტერესდნენ. წინ გადავდგი ნაბიჯი. ჰოლანდიაში დაბრუნება გეგმა B-ეა", - აცხადებს ალვინი".
მკითხველის კომენტარები / 2 /
საკმაოდ კარგი მოთამაშეა, ასეთები უნდა ჩამოიყვანოთ ხოლმე აფრიკიდან.
შაკო
10:27 14-06-2018
1
ვერ გავიგე რა გუნდზეა ლაპარაკი.
roma
10:24 14-06-2018
2

სიახლეები პოპულარული