დავიდ დე ხეა: არა მგონია, ფლორენტინო პერესს ჩემი ტელეფონის ნომერი ჰქონდეს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ "რეალში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"არა მგონია, პერესს ჩემი ტელეფონის ნომერი ჰქონდეს. არ ვიცი, გავხდები თუ არა "რეალის" ფეხბურთელი. ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ.

როგორც ყველა სხვა მოთამაშეს, ტურნირების მოგება მსურს. მათი მოგება "მანიუსთან" ერთადაც შეიძლება, ამისათვის კი უკეთ თამაში გვმართებს.

ჩვენ დიდი კლუბი ვართ და მეორე ადგილი საჩვენო არაა. ჩვენ ეს კლუბი დიადი უნდა გავხადოთ, - განუცხადა დე ხეამ Cadena Cope-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული