ნეიმარი მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ კლუბში კარვახალისა და სარაბიას თანაგუნდელი იყო

AutoSharing Option
ნეიმარი მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდში დანი კარვახალისა და პაბლო სარაბიას თანაგუნდელი იყო.

ამის შესახებ საზოგადოებას "სამეფო კლუბის" ყოფილმა ფეხბურთელმა ფრან სოლმა აცნობა, რომელიც ამჟამად ჰოლანდიურ "ვილემში" ირიცხება.

მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "რეალის" ამჟამინდელი მცველის დანი კარვახალისა და "სევილიას" წევრ პაბლო სარაბიას თანაგუნდელია.

ნეიმარი "რეალის" ახალგაზრდულ გუნდში რამდენიმე დღე იმყოფებოდა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა და მალევე "სანტოსში" დაბრუნდა.

altტიაგო სილვა: კოსტა რიკასთან შეხვედრაში ნეიმარმა მაგინა და შეურაცხყოფა მომაყენა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული