ნუთუ, ეს რეალურია? - არგენტინელები მზად არიან პეპ გვარდიოლას წელიწადში 12 მილიონი გადაუხადონ! დათანხმდება?

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მენეჯერი პეპ გვარდიოლა არგენტინის ნაკრების მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად განიხილება.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ და რიგმა ბიზნესმენებმა გადაწყვიტეს, ალბისელესტეს წარუმატებლობას ბოლო მოუღონ.

ისინი თვლიან, რომ ეროვნულ გუნდს ტოპ-მწვრთნელი სჭირდება და რადგან ლეო მესისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, გვარდიოლას კანდიდატურა ყველაზე უფრო სასურველია.

პეპს წლიურ გასამრჯელოდ 12 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რომლის ნახევარს ასოციაცია გადაიხდის, ხოლო ნახევარს ბიზნესმენები.

ახლახან პეპმა "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, სეზონური ხელფასი 23 მილიონამდე გაუზარდეს და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
გვარდიოლამ თქვა, რომ მომავალში რომელიმე ნაკრების სათავეში ჩადგომის სურვილი აქვს. 2016 წლის ოქტომბერში "ქალაქელთა" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ გაამხილა, რომ პეპი არგენტინის ნაკრების გაწვრთნის სურვილში გამოუტყდა.

altარგენტინის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად გვარდიოლას დასახელებამ ოსკარ რუგერის გაღიზიანება გამოიწვია [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 3 /
23-ს 12-ში თუ გაცვლი დიდი პერსპექტივა უნდა იყოს' პეპი უარს იტყვის
mematiane
13:40 05-07-2018
0
მე მგონი ისე გადაყვნენ მესის, რომ არგენტინა დაავიწყდათ.
ჰაჰა
11:47 05-07-2018
9

სიახლეები პოპულარული