"ლა სტამპას" ცნობით, პერესმა დაინახა რა რომ, "იუვეს" ძალიან უნდა და ჩქარობს რონალდოს გადაბირებას, ახლა 100 მილიონი ევროს ნაცვლად 150 მილიონი მოითხოვა. გამოცემის მტკიცებით, პერესი საბოლოოდ 130 მილიონზე დათანხმდება და საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ დროის ამბავია.
რაც შეეხება კრიშტიანოს, თურმე ტურინში ის სახლი აარჩია, რომელშიც ადრე ზინედინ ზიდანი და ფაბიო კანავარო ცხოვრობდნენ. ამ სახლს 8 საძინებლი ოთახი, დახურული აუზი და დიდი ეზო აქვს.