პერესი "იუვენტუსს" რონალდოს ტრანსფერზე ევაჭრება, კრიშტიანო კი ზიდანის ყოფილ სახლში აპირებს ცხოვრებას

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, "იუვენტუსის" წარმამადგენლები მადრიდში ჩავიდნენ და "რეალის" პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან თავდამსხმელ რონალდოს ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებას.

"ლა სტამპას" ცნობით, პერესმა დაინახა რა რომ, "იუვეს" ძალიან უნდა და ჩქარობს რონალდოს გადაბირებას, ახლა 100 მილიონი ევროს ნაცვლად 150 მილიონი მოითხოვა. გამოცემის მტკიცებით, პერესი საბოლოოდ 130 მილიონზე დათანხმდება და საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ დროის ამბავია.

რაც შეეხება კრიშტიანოს, თურმე ტურინში ის სახლი აარჩია, რომელშიც ადრე ზინედინ ზიდანი და ფაბიო კანავარო ცხოვრობდნენ. ამ სახლს 8 საძინებლი ოთახი, დახურული აუზი და დიდი ეზო აქვს.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები, ფეხბურთისთვის ბებერია, მაგრამ გამოჩნდა, რომ მსოფლიოში მაინც პირველია. მისი თამაშის ყურებას, სრული სიამოვნება მოაქვს.
სიმართლე.
19:00 07-07-2018
0
ბებერ რონალდოში რატომ უნდა გადაიხადო 130 მილიონი. მაქსიმუმ ერთი სეზონი ითამაშოს კიდევ ნაყოფიერად. მერე დაიწყებს სეზონში 7-8 გოლის გატანას მხოლოდ.
ბებერია
09:36 07-07-2018
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული